|
2015-03-13 18:03:48, 727 ნახვა
საზოგადოება
ღარიბაშვილი: ქვეყანამ ორი ღირსეული ჯარისკაცი დაკარგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგო. ღარიბაშვილი ქაშუეთის ეკლესიაში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად მივიდა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურანლისტებს განუცხადა, საქართველომ ორი ღირსეული ჯარისკაცი დაკარგა. „მინდა მთელი გულით სამძიმარი გამოვუცხადიო გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახს. ვიზიარებთ მათ მწუხარებას. დღეს, საქართველომ ორი ღირსეული ჯარისკაცი დაკარგა. ისინი იყვნენ ძალიან წარჩინებული კურსანტები და მათი სწავლის დასრულების შემდეგ, მათი სამშობლოში დაბრუნება იგეგმებოდა, რათა ემსახურათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. კიდევ ერთხელ ვიზიარებ მათ მწუხარებას. მინდა მივუსამძიმრო მთელს ჯარს, ჩვენს შეიარაღებულ ჯარებს, მეგობრებს, ვინც დღევანდელი დღით დამწუხრებულია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)