|
2016-09-26 12:30:26, 900 ნახვა
სამხედრო
პრეზიდენტი: გული სიამაყით გვევსება იმიტომ, რომ ასეთ პატარა ქვეყანას ამდენი გამორჩეული გმირი გვყავს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზიდან, ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის ოცეულები გაემგზავრებიან. ქართველი სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ. საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა, ღირსეული სამსახური და მშვიდობით სამშობლოში დაბრუნება უსურვა. „დღეს ჩვენ ამაღელვებელ ცერემონიალზე ვიმყოფებით. დღეს, ქართული შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ნაწილი მიდის საერთაშორისო მისიის შესასრულებლად ავღანეთში. თქვენ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე გამოუვლიათ ავღანეთის მძიმე სკოლა. თქვენ იქნებით იქ თანამებრძოლები და თქვენ იქნებით იქ ერთად იმისთვის, რომ დაიცვათ გლობალური სიმშვიდე და უსაფრთხოება. თქვენ გააგრძელებთ ათასობით ქართველის ტრადიციას, ვინც ბოლომდე ემსახურა თავისი ქვეყნის და გლობალური უსაფრთხოების მიზნებს. დღეს, როდესაც თქვენ გაცილებთ, გული გვევსება სიამაყით იმიტომ, რომ ამდენი გამორჩეული გმირი გვყავს ასეთ პატარა ქვეყანას. ამავე დროს, ჩვენ ვიფიქრებთ თითოეულ თქვენთაგანზე ყოველ დღე. ვიფიქრებთ იმისთვის, რომ თქვენ მშვიდობით შეასრულოთ თქვენი მისია და დაგვიბრუნდეთ სამშობლოში. დაგვიბრუნდეთ კიდევ უფრო ძლიერები, კიდევ უფრო გამოცდილები და დაგვიბრუნდეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო სტაბილური იყოს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ქართველებმა, რომლებმაც ათეულობით საუკუნე სწორედ ბრძოლით შევინარჩუნეთ ჩვენი სამშობლო, კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ამასთან ერთად, ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობას ძალიან დიდი მუშაობა უნდა და ამ მუშაობის ნაწილი ხართ თქვენ დღეს. დაგილოცავთ გზას, იცოდეთ, რომ მეც და საქართველოს თითოეული მოქალაქეც მადლობელია თქვენი ღვაწლისთვის და მალე გელით უკან, სამშობლოში. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და საქართველოს!", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სამხედროების გაცილებისას. ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფასმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძემ და ეროვნული უშიშროეობის საბჭოს მდივნის მოადგილემ თეონა აქუბარდიამ.
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)