|
2015-03-13 15:16:14, 713 ნახვა
საზოგადოება
დავით ბაქრაძემ დაღუპული ქართველი კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგო
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ქაშუეთის ეკლესიაში ნიუ–ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგო. „ეს ახალგაზრდა კადეტები ჩვენს აპარატთან არსებული ნატო–სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები იყვნენ. მათ არაერთ ღონისძიებაში მიუღიათ მონაწილეობა. ჩვენს აპარატთან, საინფორმაციო ცენტრთან ერთად გულწრფელად ვუსამძიმრებ ყველას, პირველ რიგში მისი ოჯახის წევრებს, მთლიანად საზოგადოებას, ასეთი გულანთებული ახალგაზრდების დაღუპვის გამო“, – აღნიშნა ბაქრაძემ. ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)