|
2015-03-13 15:11:22, 580 ნახვა
საზოგადოება
რიჩარდ ნორლანდი: კურსანტების დაღუპვა ქართველი ერისთვის ტრაგედიაა
აშშ–ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ქაშუეთის ეკლესიაში ნიუ–ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების ოჯახებს მიუსამძიმრა. როგორც ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის სახით, ორი პატრიოტი დაკარგა, რაც ქართველი ერისთვის დიდი ტრაგედიაა. ამასთან, ელჩის თქმით, საქართველოში აშშ–ს სანაპირო დაცვის ადმირალი იმყოფება, რომელიც დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. „ჩვენ გულები სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ოჯახებთანაა. ეს ტრაგედიაა ქართული ერისათვის, რომელმაც ორი პატრიოტი დაკარგა. რა თქმა უნდა ოჯახები განადგურებულია, მაგრამ ვცდილობთ, მათ ის ტკივილი შევუმსუბუქოთ და ჩვენ მათთან ერთად ვართ დღეს. ჩემთან ერთად არის აშშ–ს სანაპირო დაცვის ადმირალი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. დელეგაციაში ასევე შედიან, როგორც სანაპირო დაცვის ოფიცრები, ასევე კადეტები. მათ შორის ოთხი ქართველი. ისინი საქართველოში მაკარაძესა და გორჯოლაძეს ჩამოყვნენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ“, – აღნიშნა ნორლანდმა. ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)