|
2016-09-23 10:45:11, 3601 ნახვა
კულტურა
თეზი გაბუნიას არტპროექტი „შეყავი თავი გალერეაში" ვენაში გამოიფინა
ახალგაზრდა ხელოვანის, თეზი გაბუნიას ინტერაქციული არტპროექტი, „შეყავი თავი გალერეაში" ვენაში, ხელოვნებისსაერთაშორისო ბაზრობაზე გამოიფინა. ნამუშევარი „Popiashvili Gvaberidze Window Project-მა" თიბისი ბანკის მხარდაჭერით წარადგინა. პროექტი 28 ქვეყნის თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს შორის, ქართულ პავილიონშია წარმოდგენილი. არტპროექტი „შეყავი თავი გალერეაში" დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიეროს სამი ცნობილიგალერეის ლუვრის (პარიზი), ტეიტ მოდერნის (ლონდონი), გაგოსიანის გალერეის (ნიუ იორკი) მინი მოდელები, პირდაპირიმნიშვნელობით თავი შეყოს საგამოფენო სივრცეში, გადაიღოს ფოტო რუბენსის, ჰერსტის, ლიხტენშტეინის და სხვაცნობილი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად და თავადაც გახდეს საგამოფენო ექსპონატი. მოგვიანებით, „შეყავი თავი გალერეაში" სოციალურ ქსელში გადაინაცვლებს, დამთვალიერებლების ფოტოები არტპროექტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება და მათი ნახვა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება. თეზი გაბუნიამ ინტერაქციული არტპროექტი 2015 წლის ივლისში შექმნა და ის თავდაპირველად, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, შემდეგ განახლებული სახით უკვე თიბისი გალერეაში გამოიფინა. მოგვიანებით, „შეყავი თავი გალერეაში" ქვეყნის ფარგლებს გასცდა და ექსპოზიციის ამსახველი ფოტომასალა ონლაინ არტ-გალერეაში "Art People Gallery" (სან ფრანცისკო, აშშ) განთავსდა. არტპროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიაში. პროექტის შესახებ მასალა სხვადასხვა პრესტიჟულ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემაში მოხვდა, მათ შორის ამერიკულ "Insider" -ში, "Designboom"-ში, გერმანულ "Berlin ArtParasites"-სა და ფარნგულ "Beaux Arts magazine" -ში. ავსტრიის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო გალერეები იღებენ. გამოფენაზე ათასობით ახალგაზრდა და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი თანამედროვე ხელოვანის ნამუშევრებია წარმოდგენილი. ვენის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა საკუთარი მასშტაბით რეგიონში ყველაზი დიდია და ის დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ავსტრიის, ბელგიის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი ხელოვანების ნამუშევრები დაათვალიეროს. წელს ამ ქვეყნების გვერდით თეზი გაბუნიას არტპროექტი დამთვალიერებელს თბილისისა და ბათუმის შემდეგ, უკვე ვენაში 25 სექტემბრამდე ელოდება.
(R)
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)