|
2016-09-21 18:09:30, 685 ნახვა
საზოგადოება
აგრარული მიმართულებით ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობა ღრმავდება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნინსიას რეგიონის დედაქალაქ ინჩუანში, „ჰელანის მთის აღმოსავლეთ ფერდობის ღვინის მეხუთე საერთაშორისო გამოფენისა“ და „ჩინეთის ახალგაზრდა სომელიეთა” კონკურსის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. გამოფენის გახსნაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აგრარული მიმართულებით საქართველო-ჩინეთის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა. იური ნოზაძემ გამოსვლაში ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ ტენდენციას გაუსვა ხაზი. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები რეგიონის მთავრობისა და მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ასევე, მოინახულეს სამრეწველო ვენახების ფართობები, ღვინის შატოები, დაათვალიერეს ფერმერული მეურნეობები, ნინსიას მეტყევეობის ინსტიტუტის ბიოტექნოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიები, გოჯი ბერისა და საქართველოდან ინტროდუცირებული ქართული ვაზის ჯიშების სადემონსტრაციო ნაკვეთები. აღნიშნული ინსტიტუტი და სოფლის მეურენობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი ორ წელზე მეტია სამეცნიერო მიმართულლებით თანამშრომლობენ. ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნინსიას რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ფედერაციასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ჩინეთში ქართული ვაზის ღვინის მუზეუმისა და ქართული ვაზის ჯიშების სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, ასევე, ახალგაზრდა სპეციალისტების ტრეინინგებს, საერთაშორისო კონფერენციებს, ტექნოლოგიების გაზიარებასა და სხვა მიზნობრივ აქტივობებს ითვალისწინებს.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)