|
2016-09-21 17:49:14, 675 ნახვა
საზოგადოება
მერაბ ბერძენიშვილს ხვალ დაკრძალავენ
ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, ფერმწერსა და გრაფიკოსს, მერაბ ბერძენიშვილს ხვალ, 22 სექტემბერს, მისივე სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალავენ. მოქანდაკეს 14.00 საათზე ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ, მანამდე კი, 12.00 საათიდან ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი 17 სექტემბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ კულტურის საერთაშორისო ცენტრმა „მუზამ“ ბერძენიშვილის ოჯახისა და საზოგადოების ნაწილის თხოვნა გაავრცელა - აღსრულდეს ცნობილი ხელოვანის უკანასკნელი სურვილი და მის მიერ შექმნილი დავით აღმაშენებლის ძეგლი პირველადი განთავსების ადგილს, ვარდების მოედანს დაუბრუნდეს. ცნობილი მოქანდაკე, ძირითადად, მონუმენტური ქანდაკების დარგში მუშაობდა. მის ქმნილებებს შორისაა „მუზა“ თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ, „კიდევაც დაიზრდებიან“ მარნეულში, შოთა რუსთაველის მონუმენტი მოსკოვში, დავით გურამიშვილის, გიორგი სააკაძისა და დავით აღმაშენებლის მონუმენტები თბილისში. ასევე, ლაოსის მეფის მონუმენტი ქალაქ ლუანგ-პრაბანგში. 1975 წელს „გიორგი სააკაძისა“ და ბოლო წლების სხვა ნამუშევრებისათვის, მერაბ ბერძენიშვილს შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1995 წელს დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისთვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად, მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)