|
2015-03-13 10:04:16, 600 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო: მეუფე იაკობმა ეკონომიკის სამინისტროს მანქანის გადმოცემა სვანეთის ეპარქიისთვის სთხოვა
საქართველოს საპატრიარქო რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეუფე იაკობს (იაკობიშვილი) საკუთრებაში გადასცა ავტომანქანა TOYOTA LANDCRUISER -ი. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, 2014 წელს მეუფე იაკობმა, როგორც ქორეპისკოპოსმა, მართლაც, მიმართა ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობით ორი ავტომანქანის გადმოცემის შესახებ, ოღონდ არა თავისი მოხმარებისთვის, არამედ სვანეთის ეპარქიისათვის. "ეს მანქანები 2009 და 2011 წელში ხელისუფლებამ მეუფე ილარიონს (სვანეთის ეპისკოპოსს) გამოუყო სარგებლობის უფლებით; იგი კი ამჟამად ითხოვდა, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათ საკუთრებაში გადმოცემას. სახელმწიფომ ახლაც ძალაში დატოვა ორივე მანქანის ფლობა სარგებლობის უფლებით და არ დააკმაყოფილა მეუფე იაკობის შუამდგომლობა, რის შესახებაც ეკონომიკის სამინისტრომაც გამოაქვეყნა განცხადება. ასე რომ, მეუფე იაკობთან დაკავშირებით TOYOTA LANDCRUISER-ის გადაცემის შესახებ ხმები სინამდვილეს არ შეესაბამება",-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)