|
2016-09-20 13:11:44, 928 ნახვა
სამხედრო
საქართველოს უკრაინის ეროვნული გვარდიის დელეგაცია ეწვია
საქართველოს უკრაინის ეროვნული გვარდიის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები გენერალ-ლეიტენანტ იური ალეროვის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას ესტუმრნენ. საქართველოს ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე უკრაინული დელეგაციის დასახვედრად ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ უკრაინელი სტუმრები საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალს, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძეს შეხვდნენ. ბრიგადის გენერალმა უკრაინულ დელეგაციას საქართველოს ეროვნული გვარდიის ისტორია გააცნო. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამშვიდობო მისიებში საქართველოს ეროვნული გვარდიის ოცეულის მონაწილეობაზე, უწყებაში მიმდინარე რეფორმებსა და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. საქართველოს ეროვნული გვარდიის შემდეგ უკრაინულ დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, სამომავლო თანამშრომლობაზე და გამოცდილების გაზიარების საკითხზე ისაუბრეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკრაინული დელეგაცია თელავში მე-20 კადრირებულ ბრიგადას, ახალციხეში ჯავშანსატანკო ცენტრს, საჩხერეში ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლას და კოჯორში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლას ეწვევა. (NS)
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)