|
2016-09-19 13:15:34, 622 ნახვა
საზოგადოება
repetitors.ge - გახდი უფრო წარმატებული ვიდრე დღეს ხარ!
http://repetitors.ge/ ქართული ვებ-გვერდია, რომელიც საშუალებას აძლევს პედაგოგ-მასწავლებლებს მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების უფასო რეკლამირება და იქონიონ ქვეყნის მასშტაბით მოსწავლე თუ მათ მშობელთა აუდიტორიაზე წვდომა, ხოლო მოსწავლე-აბიტურიენტებს თუ მათ მშობლებს სასურველი რეპეტიტორის სახლიდან გაუსვლელად არჩევაში ეხმარება. თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტის საშუალებით რეკლამის გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სვლაა, რადგან დღეს საქართველოს 1.5 მლნ ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს, რაც მოსახლეობის დაახლოებით მესამედს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ზუსტადაც სოციალურ-საზოგადოებრივად აქტიური ნაწილია - ნახევარ მოსახლეობაზე გავდივათ, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქვეყნის მოსახლეობის და პრინციპში ინტერნეტ მომხმარებლის ძირითადი მასა თბილისშია კონცენტრირებული, გამოდის, რომ ინტერნეტ სივრცეში პიარ-რეკლამით დაახლოებით 75%-ზე გეძლევათ პოტენციურად ხმის მიწვდენის საშუალება! თუ ხართ რეპეტიტორი და გსურთ საკუთარი ცნობადობის ამაღლება და ფართო აუდიტორიაზე წვდომა, გირჩევთ უფრო აქტიურად გამოიყენოთ ინტერნეტ რესურსები, მათ შორის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება - http://repetitors.ge/ . გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და განათავსეთ თქვენს შესახებ ინფორმაცია მასზე, რაც დაგეხმარებათ თქვენი პროფესიული საქმიანობის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანაში. ვიმეორებთ, თანამშრომლობის მსურველი რეპეტიტორებისთვის ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და პირადი ინფორმაციის განუსაზღვრელი დროით განთავსება უფასოა! ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ პედაგოგს თანხის გადახდა უწევს (2-3 გაკვეთილის საფასურის) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვებ-გვერდის ადმინისტრაციისგან გაგზავნილ მოსწავლესთან წარმატებული კომუნიკაცია შედგება და პედაგოგი მას „აიყვანს“. თავის მხრივ, საიტი repetitors.ge პერმანენტულად ეწევა აქტიურ სარეკლამო კამპანიებს ინტერნეტ სივრცეში - ფეისბუკის მეშვეობით, ინტერნეტ-მედიასთან მჭიდრო კავშირით და არა მარტო, რის შედეგადაც მისი ცნობადობა გეომეტრიული პროგრესიით დღითი-დღე მატულობს. შესაბამისად, მატულობს ცნობადობა საიტზე განთავსებული მასწავლებელ-რეპეტიტორებისა. ასე რომ, დარეგისტრირდით http://repetitors.ge/ -ზე და თქვენს შესახებ ათასობით ადამიანი შეიტყობს, რაც საშუალებას მოგცემთ გახდეთ უფრო წარმატებული და მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიდრე დღეს ხართ!
(NS)
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)