|
2016-09-19 10:22:45, 699 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია „სიცოცხლის ფესტივალის“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო
„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ ორგანიზებით 1 სექტემბერს დაწყებული „სიცოცხლის ფესტივალი“ დღეს დასრულდა. ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით კუს ტბაზე გაიმართა, თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი ოჯახებთან ერთად დაესწრნენ. დავით ნარმანიამ შეკრებილ სტუმრებს, ფონდის ბენეფიციარ ბავშვებსა და მათ მშობლებს სიტყვით მიმართა და ფონდის მიმართ მერიის აქტიურ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც ფონდი და თბილისის მერია ერთობლივად ატარებენ. აქ ძალიან ბევრი დაინტერესებული და ქველმოქმედი მოქალაქეა მოსული, რომელთაც შეუძლიათ ამ სასიკეთო საქმის ჩვენთან ერთად კეთება. მათი ჩართულობის გარეშე, მხოლოდ ფონდისა და თბილისის მერიის ძალისხმევით, ვერ იქნება მიღწეული ის უმთავრესი ამოცანები, რასაც თითოეული მათგანის გამოჯანმრთელება ჰქვია. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაფინანსებთ ამ ღონისძიებას, რათა ორგანიზატორებს არ დაეხარჯოთ თანხა და თითოეული შეგროვილი თეთრი ამ პატარების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად იქნას მიმართული. ჩვენ აქტიურად ვერთვებით ასევე „მომავლის სახლის“ მშენებლობაში, რომელიც იქნება ერთიანი სივრცე იმ პატარებისთვის, რომლებსაც გამოჯანმრთელებისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციარი ბავშვებისა და ფონდის მეგობრების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიება საბავშვო მუსიკალური ჯგუფებისა და ახალგაზრდა ქართველი მუსიკოს-შემსრულებელების მონაწილეობით გამართული კონცერტით დასრულდა. სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა. სწორედ ამიტომ „სიცოცხლის ფესტივალი“ სექტემბერში ჩატარდა. ფესტივალის მიზანია საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის გაზრდა, ფონდის ფინანსური მხარდაჭერა, რათა შესაძლებელი გახდეს ფონდის მიერ დაქირავებული სახლის შენარჩუნება და კავკასიაში ერთადერთი სარეაბილიტაციო სახლის სრული ინფრასტრუქტურით აშენება. (NS)
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)