|
2016-09-18 16:44:16, 820 ნახვა
საზოგადოება
ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკი მოეწყო
თბილისის მერიამ ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკის მოწყობა დაასრულა. „თბილისის მერიამ თბილისის განვითარების ფონდთან ერთად მოაწყო ბილიკი, რომელიც გულისხმობს სპორტის განვითარების ხელშეწყობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. აქ გაკეთდა როგორც საფეხმავლო-სასეირნო, ასევე საველოსიპედე ბილიკი თავისი განათების, სანიაღვრე და საგზაო ნიშნების სისტემებით. მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და განხორციელდა კომპლექსური პროექტი იმისათვის, რომ ეს ტერიტორია რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი მიმართულებით განვითარდეს, ჩვენს მოქალაქეებს კი ფეხით თუ ველოსიპედით სეირნობისა და, ქალაქიდან გაუსვლელად, კომფორტული და ჯანსაღი დასვენების საშუალება მიეცეს“- განაცხადა დავით ნარმანიამ. კეთილმოწყობილი წრიული ბილიკის სიგრძე სრულად 3 კილომეტრს შეადგენს. ტბის გარშემო გზის 2,5-კილომეტრიან მონაკვეთში დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სადრენაჟე-სანიაღვრე ქსელი და გარე განათების სისტემა. ბილიკის გასწვრივ 101 სანათი ბოძი და 10 ურნა დამონტაჟდა. ტბის გარშემო დაიდგა ასევე ნაგავშემკრები კონტეინერები. ამასთან, კეთილმოეწყო საფეხმავლო გზის გვერდულები. საფეხმავლო ბილიკზე განთავსდა საგზაო ნიშნები და ყოველ 500 მეტრში დამონტაჟდა მანძილის აღმნიშვნელი ბოძები. ლისის ტბის შემოვლითი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების - „სარეკრეაციო ზონების მოწყობა-განვითარების პროგრამის“ ნაწილია. აღნიშნული პროექტი თბილისის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის აქტიური დასვენების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)