|
2016-09-18 11:40:47, 863 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ დასავლეთ სარდლობის ბაზები მოინახულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ სარდლობის სამხედრო დანაყოფები მოინახულა. ლევან იზორია დასავლეთის სარდალთან, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად ქუთაისის, ხონის, სენაკის და ადლიის სამხედრო ბაზებს ესტუმრა. ლევან იზორია სამხედრო ბაზებზე არსებულ სიტუაციას და სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ სარდლობაში შემავალი სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელობისგან სხვადასხვა საკითხზე პრობლემებზე ინფორმაცია მოისმინა. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო მისებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მიერ დასმულ ყველა საკითხში მხარდაჭერა აღუთქვა. თავდაცვის მინისტრმა სენაკის სამხედრო ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ის დასავლეთ სარდლობის ბაზების მონახულების შემდეგ, აღმოსავლეთ სარდლობაში სტუმრობას გეგმავს. „ჩვენ ორი დღის განმავლობაში მოვიარეთ დასავლეთ საქართველოში ყველა სამხედრო დანაყოფი. მიზანი ამ შეხვედრებისა გახლდათ ის, რომ უშუალოდ გამეგო მათი პრობლემების შესახებ, რათა ერთად შემდეგ გადავჭრათ ეს პრობლემები. პირველ რიგში, მათ მე მადლობა გადავუხადე იმ გაწეული საქმიანობისთვის, რაც მათ საერთაშორისო მისიებში გაწიეს საქართველოსთვის და მართლაც ეს ხალხი არის დასაფასებელი. ჩვენი ჯარისკაცები დამათ უნდა ჰქონდეთ ყველაზე კარგი პირობები იმისთვის, რომ ის მისია რაც უკავშირდება სამშობლოს სამსახურის მისიას ღირსეულად განახორციელონ მომავალში.“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. „განხილულ იქნა მიმდინარე ღონიძიებები, არსებული პრობლემური საკითხები, შეხვედრა გაიმართა დისკუსიის ფორმატში. მინისტრის მხრიდან მივიღეთ მაქსიმალური მხარდაჭერა. მინდა ავღნიშნო, რომ მეორე ქვეით ბრიგადას აბარია ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მიმართულება. ჩვენ ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და მზად ვართ გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი საბრძოლო მზადყოფნა.“- განაცხადა მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ. „თავდაცვის მინისტრმა დავათვალიერა სამხედრო ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა. ვთვლი, რომ ეს საკმაოდ ნაყოფიერი იყო. განვიხილეთ არსებული პრობლემები და მიღებულ იქნა რეალური გადაწყვეტილებები. ბატალიონი განლაგებულია ქ. ბათუმში, ადლიის სამხედრო ბაზაზე და ექვემდებარება მესამე ქვეით ბრიგადას და დიდი დამსახურება აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. გააჩნია ყველაზე დიდი საბრძოლო გამოცდილება, როგორც 2008 წელს, ასევე ყველა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში. 31-ე ბატალიონი იყო ერთ-ერთი ფლაგმანი, რომელმაც პირველმა დადგა ფეხი ავღანეთის მიწაზე და წარმატებით შეასრულა მისია",-აღნიშნა 31-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა ლაშა ადუაშვილმა. (NS)
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)