|
2015-03-12 18:04:51, 641 ნახვა
საზოგადოება
კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტუდენტები ესტუმრნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები ესტუმრნენ. მოხალისეებს შორის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუნდენტები იყვნენ. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ სტუდენტებს ბიუროს დაარსების ისტორიის, ფუნქციის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მან სტუმრებს პოტენციურ საფრთხეებზე ინფორმაცია მიაწოდა და რეკომენდაციებიც მისცა. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს. მოგვიანებით, სტუდენტებმა ბიუროს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვის სფეროში, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანას, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების სანდო და საიმედო პარტნიორი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)