|
2016-09-17 09:34:31, 764 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს წოდებების მინიჭება მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რის საფუძველზეც, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 3500-მდე მეხანძრე-მაშველს, პოლიციელების მსგავსად, სპეციალური წოდებები მიენიჭათ, წელთა ნამსახურობისა და წოდების მიხედვით დანამატები დაუწესდათ, ხოლო მათი სოციალური დაცვისა და საპენსიო გარანტიები პოლიციელებისას გაუთანაბრდა. შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ეწვია და მეხანძრე-მაშველებს სპეციალური წოდებების მინიჭება პირადად მიულოცა. „მოხარული ვარ, რომ მომიწია ამ გადაწყვეტილების მიღება, რაც, ვფიქრობ, თქვენს მოტივაციას კიდევ უფრო აამაღლებს. მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთი ჯილდო და წახალისება ვერ შეაფასებს თქვენს ურთულეს საქმესა და თავდადებას, ჩვენი ვალია, შეძლებისდაგვარად გაგიუმჯობესოთ სამუშაო პირობები, რომ ყოველდღიურად უფრო მეტ დაბრკოლებას გაუმკლავდეთ. თქვენ ხართ იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ. სწორედ ამის გამო, თქვენი სამუშაო პირობები უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ თქვენს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაზე და, რაც მთავარია, უსაფრთხოებაზე. ამ მიზნით შევიძინეთ მეხანძრე-მაშველებისთვის ახალი სამუშაო აღჭურვილობა, რაც საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში მომსახურე მეხანძრე-მაშველს გადმოგეცათ. ჩვენი მიზანია, რომ მსგავსი განახლება მუდმივ ხასიათს ატარებდეს“ , - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილმა 25 მეხანძრე-მაშველს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის „მადლობის სიგელები“ პირადად გადასცა. ღონისძიების დასასრულს, შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებისთვის განკუთვნილი ახალი, თანამედროვე სამუშაო აღჭურვილობა დაათვალიერა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მეხანძრე-მაშველს დაურიგდება.
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)