12:01 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 14:19:23, 677 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ ანგარიშის პრეზენტაციაზე ტრანსპორტის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ტრანსპორტის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

როგორც  ნარმანიამ აღნიშნა, სექტემბრის ბოლოდან თბილისში ეტაპობრივად ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე MAN-ის ავტობუსები შემოვა. 

„თბილისის მერია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით, ავტოპარკს 2017 წლის თებერვლამდე 143 ერთეული „Man Truck and Bus AG“-ის ავტობუსით განაახლებს. პროცესი ამით არ სრულდება და თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების  4 წლიანი გეგმა აქვს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, 2016 წლის ივლისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის - მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო. ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით მუნიციპალურ „MAN“-ის ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. 

“ამასთან, ჩვენ დავიწყეთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია.  მოდერნიზებულია 4 ვაგონი. კაპიტალურად შეკეთდა 8 ვაგონი, რისთვისაც სატრანსპორტო კომპანიამ 7,5 მლნ. ლარი დახარჯა. წლის ბოლომდე დასრულდება 4 ვაგონის მოდერნიზაცია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
 
თბილისის მერის თქმით, აღდგა კუს ტბის  საბაგირო გზა, რომელიც 2009 წლიდან უფუნქციო იყო. განახლებული საბაგირო დღის განმავლობაში 3 500 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. გონდოლები ადაპტირებულია შშმ პირებისათვის; ვაგონები აღჭურვილია ველოსიპედის ჩამოსაკიდი მოწყობილობით.

„აღსანიშნავია, რომ  შემუშავებულია საცობების მართვის 5-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი ავტოსადგომებისა და პარკინგის ადგილების შექმნა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა თბილისში 700 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსაცდელების დამონტაჟდება. ამჟამად, ჯამში 200 მოსაცდელი თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უბნებში უკვე დამონტაჟებულია. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics