|
2016-09-15 16:38:25, 689 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი სამებაში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, დღეს, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „ჩვენ, დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ იმ ტრაგიკული ომის გმირებს და მსხვერპლებს. მადლობას ვუხდით მათი ოჯახის წევრებსასეთი შვილების გაზრდისათვის; ვიზიარებთ მათ ტკივილს. ღმერთი გაანათლებს მათ ტანჯულ და წამებულ სულებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილთან ერთად პანაშვიდს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტისადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი აკია ბარბაქაძე ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის ნეშტი გუშინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდანსამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. დაღუპული მებრძოლებიდან 12-ს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, ხოლო 5 მათგანს ოჯახები საკუთარ რაიონებშიგადაასვენებენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)