|
2016-09-15 15:52:22, 685 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: საცობების შექმნის მთავარი პრობლემა ავტომანქანების დიდი რაოდენობაა
თბილისის მერი, დავით ნარმანია საცობების შექმნის მთავარ პრობლემად ავტომანქანების რაოდენობის ზრდას ასახელებს. დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ავტომანქანების რიცხვი 200 ათასიდან 400 ათასამდე გაიზარდა და ვიწრო ქუჩები ავტომანქანების თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ იძლევა. როგორც ნარმანია ამბობს, მერიას საცობებისგან განტვირთვის 5-პუნქტიანი გეგმა აქვს. „მაგალითად, მოხდა პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, ასევე თვის ბოლოს ვამთავრებთ შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელ გზას. ასევე დასრულებულია სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა. ეს არის ის პროექტები, რომლებმაც ცალკეულ უბნებში ავტომანქანების მოძრაობა უნდა განტვირთოს. გარდა ამისა, ჩვენ საზოგადოების ინფორმირებისთვის კამპანიას ვგეგმავთ, და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, რომ როგორც კი კონკურსები გამოცხადდება, შემოიტანონ განაცხადები. ვმუშაობთ ასევე შუქნიშნების სისტემის განვითარების პროექტზე და ა. შ. იქედან გამომდინარე, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ავტომანქანების რიცხვი 200 ათასიდან 400 ათასამდე გაიზარდა, ეს საკმაოდ დიდი დისკომფორტია, ვიწრო ქუჩები ხშირ შემთხვევაში ვერ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მანქანები თავისუფლად გადაადგილდებოდეს. ამიტომ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც ავტომანქანების დიდი რიცხვია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)