|
2016-09-15 14:31:20, 660 ნახვა
საზოგადოება
14-15 სექტემბერს სეტყვის საწინააღმდეო სისტემამ კახეთში რამდენიმე სეტყვასშიში პროცესი გაანეიტრალა
14-15 სექტემბერს კახეთის რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის მასა განეიტრალდა. 14 სექტემბრის 18:00 საათიდან საგარეჯოს გურჯაანის და ახმეტის რაიონებში დასავლეთიდან ფრონტალური ღრუბლის მასები გავრცელდა. 19:20 საათიდან ღრუბლები ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის და სიღნაღის რაიონების თავზეც გავრცელდა. 20:11 საათისთვის სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 %-ს მიაღწია, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ. 22:00 საათისთვის ღრუბლის მასების გავრცელება ყვარლის და ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზეც აღინიშნა. 15 სექტემბრის 01:04 საათიდან ღრუბლის მასებმა ხელმეორე შემოსვლა დაიწყო ყვარელის, თელავის, გურჯაანის და საგარეჯოს რაიონებში. სეტყვასაშიში ღრუბლების ეტაპობრივი გავრცელება რეგიონში 15 სეტემბრის 03:00 საათამდე გრძელდებოდა. 14 სექტემბრის 19:43 საათიდან 15 სექტემბრის 03:05 საათამდე ღრუბლების სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა. გასროლილ იქნა 60 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)