13:03 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 09:34:31, 701 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა მოსწავლეებს და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

როგორც პრეზიდენტმა მიმართვისას აღნიშნა, განათლება ქვეყნის ერთიანობის და სიძლიერის საფუძველია. 

"ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.  განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვისთვისაც დღეს პირველი დღეა სკოლასა  თუ უნივერსიტეტში. დღეიდან თქვენ განახლებული ენერგიით შეუდგებით ყოველდღიურ შრომას ცოდნის მისაღებად. განათლება კი, როგორც თქვენი პირადი წინსვლის, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია. წარმატებულ, ახალი ცოდნითა და გამოცდილებებით აღსავსე სასწავლო წელს გისურვებთ",-ნათქვამი პრეზიდენტის მილოცვაში.

ამასთან, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისის კადეტთა კორპუსში იმყოფებოდა.

გიორგი მარგველაშვილმა კადეტებს სასწავლებლის 6 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გიორგი კვინიტაძის სახელობის ლიცეუმში წელს პირველად დაიწყებენ სწავლას გოგონები.

ცნობისთვის, პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, წარმატებულ გოგონებს გადაეცეთ სტიპენდია.

დღესვე პრეზიდენტი ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში მივა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რეზერვისტებს ცივი ომის შემდეგ პირველად მოუწოდა მანევრებში მონაწილეობისკენ
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია შვიდი პირი, მათ შორის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
ვიცე პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი - ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაბრუნებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics