|
2016-09-13 11:40:16, 614 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საზღვაო აკადემია, რომელსაც საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობა აქვს
ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საზღვაო აკადემია, რომელსაც აქვს საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია. „საქართველო არის საზღვაო ქვეყნა. საქართველო თანდათან იმტკიცებს იმიჯს და იბრუნებს იმ ძალიან დიდი მნიშვნელობას სატრანზიტო ქვეყნის, რომელიც მას ისტორიულად ჰქონდა. საქართველომ 2014 წელს განაახლა საზღვაოსერთიფიკატების საერთაშორისო აღიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო განათლებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საზღვაო აკადემია, რომელსაც აქვს საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობა და საქართველო ამზადებს უმაღლესი კვალიფიკაციის მეზღვაურებს, რომლებიც 2014 წლიდან მოყოლებული უფლებამოსილი არიან იმუშაონ საერთაშორიო მასშტაბით. დღეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ყოფნა ბათუმში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. დღეს რამდენიმე მემორანდუმზე მოეწერა ხელი, რომელსაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)