|
2016-09-12 10:19:04, 699 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მუფთი: დღევანდელი დღე ურთიერთსიყვარულის, ობლების, გაჭირვებულების დახმარების დღეა
ბათუმის მეჩეთში შეკრებილებ მუსლიმებს საქართველოს მუფთმა ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ბეგლარ ქამაშიძის თქმით, 12 სექტემბერი ურთიერთდახმარების, ურთიერთსიყვარულისა და შერიგების დღეა. "პირველ რიგში ყველა მუსლიმს და არა მარტო საქართველოში მცხოვრებ, არამედ საქართველოს ფარგლებ გარეთ ყველა ქართველს და ყველა მუსლიმს მივულოცავ დღევანდელ, ძვირფას ყურბან ბაირამის დღესასწაულს. "დღევანდელი დღე არის ურთიერთდახმარების, ურთიერთსიყვარულის, შერიგების დღე. დღევანდელი დღე ობლების, გაჭირვებულების დახმარების დღეა. დღეს ყველა ჩვენთაგანი მსხვერპლშეწირვის ყურბანს ვზეიმობთ, არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო ზეიმობს ამ დღესასწაულს და ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ ხვთისწყალობა მიიღოს დღევანდელი დღის მადლით. მინდა, დღევანდელი დღის მადლით დავლოცო ჩვენი ქართველი მორწმუნე, ყველა მუსლიმანი და დავლოცო საქართველო, ჩემი ქვეყანა"-აღნიშნა საქართველოს მუფთმა. ლოცვის შემდეგ მორწმუნეები ყურბანის მსხვერპლშეწირვის რიტუალის შესასრულებლად ემზადებიან. რამდენიმე მუსლიმანური ოჯახი პირუტყვს დაკლავს და საქონლის ხორცს თანაბრად გაანაწილებს, რის შემდეგაც თითოეული ოჯახი თავიანთ წილს ნათესავებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგებს. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, აჭარის მთავარ მეჩეთში მომლოცველებმა მისვლა დილის 7 საათიდან დაიწყეს. მოგვიანებით მისულ მუსლიმებს მლოცველთა სიმრავლის გამო, ლოცვის შესრულება მეჩეთის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ მოუხდათ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)