09:56 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-11 17:39:28, 842 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: ჩვენი მოწოდებაა ყველა აღმსარებელს ჰქონდეს პირობები, რათა ილოცოს და ღმერთთან ისაუბროს

 „ ჩვენი მოწოდება გახლავთ ყველა აღმსარებელს ჰქონდეს პირობები, რათა ილოცოს და ღმერთთან ისაუბროს“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე, ჯუმა მეჩეთში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი დღე  არის იმედის და ერთმანეთის თანადგომის.

„გილოცავთ ყურბან ბაირამიდ დღესასწაულს. ეს დღე არის დიდი დღე ყველა მუსლიმისთვის, ეს დღე არის ხვალინდელი დღის იმედის, ერთმანეთის თანადგომის, მშვიდობის დღესასწაული. ამ დღეს მუსლიმები ეხმარებიან ყველა მათ გარშემო მყოფს, განურჩევლად რელიგიისა. სწორედ ასეთმა თანადგომამ შეინარჩუნა უდიდესი კულტურა ჩვენი თანაცხოვრების, რომლითაც საქართველო ნამდვილად მდიდარია",-განაცხადა  პრემიერმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი ბირთვული იარაღის გავრცელების შესახებ შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics