12:48 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-11 16:38:57, 910 ნახვა

საზოგადოება
თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ნაძალადევის რაიონში, თემქაზე, ურეკის ქუჩა №4-ში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო.

შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შვილებთან,  საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდინავასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი ტყემალაძესთან და სამშენებლო კომპანია ,,BUILD TERRITORY’’-ს წარმომადგენლებთან ერთად ჩადო.

ბაღი ყოფილი №113 ბაღის ტერიტორიაზე შენდება.  ორსართულიანი შენობა 1 483 კვ.მ-ზე განთავსდება. ბაღში 10 ჯგუფი (2 ბაგა) გაიხსნება და სკოლამდელი განათლების მიღებას 400-მდე ბავშვი შეძლებს. ბაღში  65-მდე ადამიანი დასაქმდება.

თბილისი მერის განცხადებით, საარჩევნო დაპირებები სრულდება და ბაღების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

„ეს მეოთხე საბავშვო ბაღია, რომლის მშენებლობაც დავიწყეთ და მომდევნო წლის მაისის ბოლოს დავამთავრებთ. წელს კიდევ ექვსი ახალი ბაღის მშენებლობას დავიწყებთ. სამი ახლად აშენებული ბაღი კი უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში გავხსნით, რათა დამატებით  მივიღოთ აღსაზრდელები. ასე რომ, მომდევნო წლის ბოლოს, ყველა ის ძირითადი დანაპირები, რაც გვქონდა ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით, გვექნება შესრულებული“- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

აღსანიშნავია, რომ თემქაზე მშენებარე ბაღის შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული იქნება. 

(NS)

  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, დაკავებულია შვიდი პირი, მათ შორის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
ვიცე პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი - ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაბრუნებას
ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ეს პარლამენტი ქართველ ხალხთან ერთად დგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics