|
2016-09-10 13:29:46, 878 ნახვა
საზოგადოება
კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობა გრძელდება
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს. მერიის ინფორმაციით,კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დასრულდა ბუნებრივი აირის მილების გადატანა, გზის კონტურის ფორმირების სამუშაოები და კიუვეტების მოწყობა. მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობის სამუშაოები, დაიგო ასფალტ-ბეტონის პირველი ფენა. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ეს არის სტრატეგიული გზა, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას ქალაქის ისტორიულ ნაწილში. „კრწანისი-შინდისის გზის მონაკვეთზე უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის საფარის დაგება. პირველი ფენის დაგება სრულდება, რის შემდეგაც დაიწყება გზის მეორე საფარის დაგება. საინჟინრო ნაგებობები დასრულებულია, პარალელურად კეთდება გვერდულები და ისხმება კედლები. ვვარაუდობთ, რომ პირველი ოქტომბრისთვის ყველა ტიპის სამუშაო მთლიანად დასრულდება და გზაზე მოძრაობა გაიხსნება. ამ გზით გადაადგილდებიან ის ავტომანქანები, რომლებიც თავისუფლების მოედნიდან შინდისის მიმართულებით მოძრაობდნენ. შესაბამისად, ქალაქის ამ ნაწილში, განსაკუთრებით ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებზე, მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობის სამუშაოებს შპს „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს. ახალი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)