09:15 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 17:08:50, 854 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში ,,ჭაობის,, ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ,,ჭაობის დასახლებაში'' გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნენ. რეგიონის პირველმა პირმა და ქალაქის მერმა ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები და მაიაკოვსკის ქუჩაზე, რეკონსტრუირებული სპორტული მოედანი დაათვალიერეს. 

ამ დროისთვის დადიანის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე მონაკვეთში გრუნტი იცვლება და ტერიტორიის მოშანდაკება ხდება, რის შემდეგაც ქუჩა მოასფალტდება. 

ერისთავისა და ბაგრატიონის ქუჩების რეაბილიტაცია 2012 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. 4200 მ სიგრძის გზის მონაკვეთზე მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები , წყლისა და კანალიზაციის სისტემები, მოეწყო სანიაღვრე არხი და წყალსადენი. სამიდან ოთხ მეტრამდე სიღრმეზე შეიცვალა გრუნტი, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენა და გაკეთდა ტროტუარი, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზა" ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13 მილიონ 471 981 ათასი ლარია გამოყოფილი.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics