|
2016-09-09 16:23:33, 708 ნახვა
საზოგადოება
GWS-ის თელავის ღვინის ქარხანა 40 წლისაა
10 სექტემბერს, ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS თელავის ღვინის საწარმოს 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანია ქარხნის იუბილესთან დაკავშირებით საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამასთან ერთად უახლესი და დაძველებული ღვინის დეგუსტაციასა და კერძთა შეხამებას გთავაზობთ. ქარხნის ტერიტორიაზე კასრისა და ქვევრის სახლებში მოეწყობა ტური, რომელიც მოიცავს ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის გაცნობას, ყურძნის გადამამუშავებელი და შესანახი დანადგარების, ისევე როგორც ღვინის მარნის და ჩამოსასხმელი ხაზის ნახვას და დასრულდება დეგუსტაციით. იუბილეზე მოწვეული არიან სოფლის მეურნების მინისტრი ოთარ დანელია და მოადგილე ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, კომპანიის უცხოეული პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, ამერიკის, შვედეთის, საფრანგეთის, იტალიის ელჩები, ღვინის ეროვნული ასოციაციის წევრები, თელავის მერი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები და მედია. GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც 1993 წელს თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა.დღესდღეობით, “GWS”-ის მფლობელობაში 350 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 70% ქართულ ტრადუციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშირისო ცნობილი სახეობებია. კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინისა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტი, ვისმინოსა და ელიბოს სახითაა ცნობილი. სულ მალე, მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)