|
2016-09-09 15:14:03, 654 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა კახეთის რეგიონში დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის შესყიდული სახლები მოინახულა
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში სამინისტროს მიერ დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული კერძო სახლები მოინახულა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში კერძო სახლი 43 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. მათივე ცნობით, სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროექტის ფარგლებში კი, კახეთის რეგიონში სახლი 55 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. კერძო სახლებთან ერთად სამინისტროს ბენეფიციარები მიწის ნაკვეთების მფლობელებიც გახდნენ, რაც მათთვის დამატებით შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახები საცხოვრებელ ადგილსა და სახლს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ. სახლების შესყიდვის პარალელურად მიმდინარეობს 2004-2009 წლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონების პროექტი. კახეთის რეგიონში საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში უკვე 50 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა, წლის ბოლომდე კი ეს რიცხვი კიდევ 90-ით გაიზრდება. მთელი საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი სახლი 1000-მდე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს დაუკანონდება. (NS)
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ტრამპთან ჰამასის შეთანხმებასთან დაკავშირებით უთანხმოება აქვს
ამოღებულია "მეთადონი" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების, რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)