|
2016-09-09 10:31:30, 753 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექტორების სამუშაო ინვენტარით აღჭურვა დაიწყო
შრომის ინსპექტორების სამუშაო ინვენტარით აღჭურვა დაიწყო. პირველ ეტაპზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიკროკლიმატისა და მავნე ფაქტორების განმსაზღვრელი 4 ტიპის 10 ხელსაწყო შეიძინა. სამუშაო ინვენტარით აღჭურვის ფარგლებში, შრომის ინსპექტორებს მტვრის კონცენტრაციის დასადგენი ხელსაწყო გადაეცათ. ის მძიმე მრეწველობის საწარმოებში ჰაერში მტვრის კონცენტრაციის მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრისა და სტატისტიკური ანალიზისთვის დამუშავებისთვის გამოიყენება. მტვრის კონცენტრაციის გასაზომი ხელსაწყო ქვეყანაში ერთადერთია. ხმაურის განმსაზღვრელ მოწყობილობას ხმაურის აღქმის ზუსტი შესაძლებლობა გააჩნია და მიკროფონის საშუალებით, ბგერებს ნებისმიერ გარემოში აღიქვამს. განათების საზომი ხელსაწყო, როგორც შენობაში, ისე მის გარეთ, სინათლის უმცირესი ნაკადის აღქმას უზრუნველყოფს და კომპიუტერთან დაკავშირების შემდეგ, სინათლის სტატისტიკური ანალიზის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ტემპერატურისა და ტენიანობის გამზომი ხელსაწყოს მეშვეობით კი, როგორც გარემო საწარმო-დაწესებულებებში არსებული ტემპერატურისა და ტენიანობის განსაზღვრაა შესაძლებელი. ახალი ხელსაწყოები შრომის ინსპექტირების პროცესს, ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენას და საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული დაავადებების დროულ პრევენციას შეუწყობს ხელს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)