|
2016-09-08 22:31:40, 900 ნახვა
სამხედრო
ნატოს დელეგაცია სამხედრო საჩვენებელ სწავლებას დაესწრო
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა სწავლების საჩვენებელ ღონისძიებას დაესწო. ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. ქართველი სამხედროების მიერ გამართულ დემონსტრაციულ სწავლებას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. „ეს იყო პირველი საერთაშორისო ვიზიტი ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველოში, რაც ნატოს მხრიდან საქართველოსადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავს. მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი რაც ელჩების უმრავლესობამ განაცხადა არის ის, რომ საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტიორია. მართალია, ჩვენ გაძლიერებული შესაძლებლობის მქონე პარტნიორი ქვეყანა ვართ, მაგრამ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი და სხვებისგან გამორჩეული პარტნიორი მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში გაღებული კონტრიბუციით, პროფესიონალიზმით და ნდობის მაღალი ხარისხით, რასაც ჩვენი სამხედროები იმსახურებენ საერთაშორისო მისიებში. მთავარი გზავნილია ასევე, ამ მხარდაჭერის მაქსიმალურად გაგრძელება. მეტი ნატო იქნება წარმოდგენილი საქართველოში თავისი წვრთნების პროგრამებით და ერთობლივი სწავლებებით. შესაბამისად, სადაც დღეს ვიმყოფებით არის ნატო-საქართველოს ერთობის გამოხატულება. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროებთან ერთად წვრთნებს გადიან და ერთად მუშაობენ ნატოში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. სწორედ ეს არის ერთობის დემონსტრირება და ეს შესაძლებლობები კვლავ გაიზრდება. დღევანდელი ვიზიტი იმის დასტურია, რომ მეტი ინვესტიცია და მეტი შესაძლებლობები ჩაიდება ნატოს უფრო მეტი წარმომადგენლობის საქმეში საქართველოში“, - განაცხადა ლევან იზორიამ. საჩვენებელი სწავლების დროს ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოტორიზებული პატრული განახორციელეს. პატრულირების დროს მოხდა სახიფათო ადგილის აღმოჩენა, ჩამოქვეითება და ობიექტის შემოწმება. სცენარის მიხედვით, ჯარისკაცები ჩასაფრებაში მოყვნენ და საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ასევე, განხორციელდა დაჭრილი ჯარისკაცის პირველადი დახმარების აღმოჩენა. დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ევაკუაციისთვის ჯარისკაცებმა ვერტმფრენის დასაფრენი ადგილი გაწმინდეს და უსაფრთხოება უზრუნველყვეს. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციამ სიმულაციურ ცენტრი და საველე მართვის პუნქტი მოინახულა. ცენტრის ხელმძღვანელობამ ნატოელ სტუმრებს ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
პაპუაშვილი – არშემდგარი დამხობიდან კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)