02:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 17:53:39, 567 ნახვა

ყოფილი ხელისუფლებისგან დატერორებული ბიზნესმენები და მათთვის მილიონებად მიყიდული ნანგრევები

მილიონებად ნაყიდი ნანგრევები - ყოფილი ხელისუფლებისგან დატერორებული ბიზნესმენები სამართლიან სასამართლოს უშედეგოდ ელიან 

ზუსტად ოთხი წლის წინ „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში მოსვლამდე, მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას შეჰპირდა.

წართმეული ბიზნესები, უკანონოდ გადაფორმებული კერძო საკუთრება, შანტაჟი, მუქარა და ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე ციხეში გატარებული წლები - ათი ათასობით შესული საჩივარი პროკურატურაში დღემდე თაროზეა შემოდებული.

ხელისუფლება აღიარებს რომ სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა. ამისთვის პროკურატურას რესურსი, ხელისუფლებას კი სისტემური მობილიზაცია არ ეყო.

2012 წელს პროკურატრაში აღძრულ საქმეებზე დატერორებული ბიზნესმენები დღემდე უშედეგოდ ელოდებიან შედეგს...

2012 წლის 28 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N084281212802 საქმეზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიებამ მოკვლება დაასრულა და დაადგინა, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ბიზნესმენები აიძულეს ახალციხის რაიონში არსებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები შეუსაბამოდ მაღალ ფასად შეეძინათ.

გაირკვა, რომ ბიზმნესმენების ნაწილი ქონების შესყიდვის და გადაფორმების დროს პატიმრობაში იმყოფებოდა. ბევრმა მათგანმა შესყიდული ქონება არც კი გაიფორმა, ნაწილმა კი შეძენილი ქონება სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუბრუნა. სახეზეა თანამდებობრივი დანაშაული - ფაქტები მოკვლეულია და მომჩივანი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის, თუმცა უშედეგოდ...

ეს ამბავი 2011-2012 წელს მოხდა, წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო წლებში. მას შემდეგ 4 წელი გავიდა, დაპირებული სამართლიანობის აღდგენის 4 წელი. დატერორებული ბიზნესი განაჩენის მოლოდინშია.

რამდენიმე ინსტანციაში ქართულმა მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ დაზარელებულმა ბიზნესმენებმა საკუთარი სურვილით, ძალდატანების გარეშე გადაიხადეს ქოხებში და 1000 ლარად შეფასებულ მიწის ნაკვეთებში მილიონობით ლარი. რამდენიმე კომპანია დავას აგრძელებს. ზოგ ბიზნესმენს სამართლიანობის აღდგენის იმედი გადაეწურა და შეეგუა, რომ დაპირება აღარ შესრულდება.

რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება და წნეხისგან გათავისუფლებული სასამართლო შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, გაურკვეველია - არც მაღალჩინოსნებს, არც ექსპერტებს და არც სასამართლოს პასუხი არ აქვს.

მაგალითისთვის: 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, ახალციხის მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მიიჩნია, რომ სოფელ ჭვინთაში მდებარე ქოხში, რომლის რეალური ღირებულება 700 (!) ლარია, 2012 წელს ბიზნესმენებმა, „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ დამფუძნებლებმა, ზაალ იაკობიძემ და დავით მიმინოშვილმა საკუთარი ნებით გადაიხადეს 1 900 000  (ერთი მილიონ ცხრასი ათასი ლარი). მიუხედავად იმისა, რომ ქონების ფასი სასაცილოდ შეუსაბამოა; ბიზნესმენები გარიგებამდე დააპატიმრეს და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს; მსგავსი შემთხვევების მთელი წყება არსებობს; ბიზნესმენებმა წარმოადგინეს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლის უტყუარი ფაქტები - მოსამართლემ გარიგებაში საეჭვო ვერაფერი ნახა და გადაწყვეტილება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. ასევე, კეზერაშვილის სასარგებლოდ გადაწყვიტა დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეა ხამხაძემ - ვერც მან მიაგნო რაიმე საეჭვის საქმეში, სადაც ბიზნესმენები საპატიმოში გამოკეტეს და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ჭვინთის ქოხზე გამოტანილი განაჩენი გამონაკლისი არ არის... დანარჩენ საქმეებზეც მოსამართლეების გადაწყვეტილებები ანალოგიურია - ბიზნესმენები ტყუიან, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან მართლები!

რა ღირებულების ქონებაზეა საუბარი და რამდენად შეიძინეს ბიზნესმენებმა, პროკურატურის გამოძიების მასალებში ნათლად ჩანს - საერთო ჯამში, ობიექტების რეალიზაციის შედეგად გადახდილ იქნა 9 632 000 ლარი. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება სულ შეადგენდა 161 000 ლარს. 

გთავაზობთ იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც მეწარმეებმა და ბიზნესმენებმა, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლის შედეგად, შეუსაბამოდ მაღალ ფასად შეიძინეს და შემდეგ უსასყიდლოდ დაუბრუნეს სახელმწიფოს:

  • ახალციხის რ-ნის სოფ. აწყურში 20000კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული  ამორტიზებული ყოფილი მეცხოველეობის კომპლექსი შეფასდა 14 400 ლარად - შპს „ჯორჯიან ინვესტმენტმა"  4 949 500 ლარად შეიძინა.
  • ახალციხის რაიონის სოფელ ტატანისში მდებარე  კულტურის სახლი საერთო ფართობით 168 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად - ეფრაიმ გურმა შეიძინა 409 200 ლარად.
  • ახალციხის რაიონის სოფელ წირაში მდებარე კულტურის სახლი საერთო ფართობით 753 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 12 000 ლარად - „თი-ბი-სი" ბანკმა შეისყიდა 500 000 ლარად.
  • ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში  მდებარე კლუბი - ბიბლიოთეკა საერთო ფართობით 121 კვ.მ. აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 8 000 ლარად - შპს „ბემონმა" ობიექტი შეისყიდა 1 900 000 ლარად.
  • ახალციხის რ-ის სოფ. წყალთბილაში მდებარე კლუბი ბიბლიოთეკა, საერთო ფართობით 391კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 13 000 ლარად - ჯემალ გვარლიანმა ობიექტი შეისყიდა 100 000 ლარად. აღნიშნული ობიექტი ჯ. გვარლიანმა შემდგომში კვლავ აჩუქა სახელმწიფოს.
  • ახალციხის რაიონის სოფელ წინუბანში მდებარე კლუბი-ბიბლიოთეკა საერთო ფართობით 257კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად - შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ინტელ ექსპრეს ჯორჯია"-მ შეისყიდა 570 000 ლარად.
  • ახალციხის რაიონის სოფელ ჯულღაში მდებარე კლუბ-ბიბლიოთეკა სახლი საერთო ფართობით 409 კვ.მ,  აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 13 000 ლარად - კ.ს. "კოწიწაშვილი და კომპანია"-მწარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ აუღია და საჯარო რეესტრში არ გაუტარებია.
  • ახალციხის რაიონის სოფელ ორალში მდებარე კულტურის სახლი საერთო ფართობით 264 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად - შპს "სამშენებლო კომპანია ოდი"-მ წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 100 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ წაუღია და საჯარო რეესტრში არ გაუტარებია.
  • ახალციხის რაიონის სოფელ ხეოთში მდებარე კლუბი სახლი საერთო ფართობით 138 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 5 000 ლარად - შპს"ინსტა ჯორჯია"-მ ობიექტი შეისყიდა 500 000 ლარად. შპს"ინსტა-ჯორჯიას" დირექტორი ლევან სიმონიშვილი ამ პერიოდში იყო პატიმარი.  შესყიდული ქონება მან შემდგომ დაუბრუნა სახელმწიფოს.
  • ახალციხის რაიონის სოფელ ხეოთში მდებარე  ბიბლიოთეკა და მედპუნქტი საერთო ფართობით 186 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 4 000 ლარად - დავით ანდრონიკაშვილმა წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა იყიდა 200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ აუღია და იგი საჯარო რეესტრში  არ დაურეგისტრირებია.
  • ახალციხის რაიონის სოფელ ანში მდებარე კლუბ-ბიბლიოთეკა სახლი საერთო ფართობით 185 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 10 000 ლარად -  შპს"ფოთიქალაქ სერვისმა", ობიექტი შეისყიდა 200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა  საჯარო რეესტრში არ გაუტარებია.

         (NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics