|
2016-09-08 16:25:36, 749 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან ერთად ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სემინარს მართავს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ნორვეგიის კარტოგრაფიული ორგანოს ინიციატივით, ბათუმში სივრცითი მონაცემების საჰაერო საშუალებებით მოპოვების ახალი ტექნოლოგიების, არსებული პრაქტიკის, გამოცდილებისა და შედეგების შესახებ სემინარი იმართება. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, რეესტრის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებთან ერთად ორთოფოტოების წარმოებასა და რუკების შექმნაზე მსჯელობენ. მათივე ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში ღონისძიების მონაწილეები გეოგრაფიული ინფორმაციის გამოყენების ხელშეწყობის გზებს, უპილოტო საფრენ აპარატსა და სხვა ტექნოლოგიურ პროცესებს განიხილავენ. აღნიშნული მიმართულებებით განხორციელებულ აქტივობებსა და გამოცდილებას ერთმანეთს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ნორვეგიის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, ყირგიზეთისა და სომხეთის მაგალითზე გაუზიარებენ. არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, ამჟამად საჯარო რეესტრში ახალი გეომონაცემების შექმნა მიმდინარეობს, რაც კარტოგრაფიული და საკადასტრო მონაცემების გადამოწმების საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ საკადასტრო მონაცემების გადამოწმება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის წარმატებით განხორციელებაში. საჯარო რეესტრი სემინარის მონაწილეებს სწორედ ამ კუთხით არსებულ გამოცდილებას წარუდგენს. ღონისძიების ფარგლებში ინოვაციური უპილოტო საფრენი აპარატის დახმარებით საჰაერო გადაღებაც განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)