|
2015-03-11 15:42:56, 640 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულმა არქივმა მეფე გიორგი III-ის ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა
„კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში, ეროვნულმა არქივმა დღეს მეფე გიორგი III-ის (გ. 1184) ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა. ნიკოდიმოს კონდაკოვის აღწერით, ბეჭედი ოქროსი ყოფილა, განსაკუთრებით დიდი ზომის, წმიდა გიორგის გამოსახულებითა და შემდეგი წარწერით: "წმიდაო გიორგი, მე, გიორგი სასოებითა შენითა ვსძლევ მტერთა ჩემთა" („Святой Георгий, я, Георгий, надеждою на тебя побеждаю врага“, იხ. კონდაკოვი, ბაქრაძე, გვ.41). ბეჭედი დავით აღმაშენებლის ბეჭდის სახელით ინახებოდა გელათის ტაძარში. 1904 წელს ტაძარი გაუძარცვავთ და ეს ოქროს ბეჭედიც სამუდამოდ დაკარგულა. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში. ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia . „კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)