2016-09-07 23:09:32, 916 ნახვა
საზოგადოება
APPLE-იმ iPhone 7 წარადგინა
კომპანია APPLE-იმ ახალი სმარტფონი iPhone 7 საზოგადოებას წარუდგინა.
სმარტფონის ახალი 2 ლინზიანი კამერა, განახლებული დიზაინი და მრავალი საინტერესო ტექნოლოგიური სიახლე გააჩნია.
ახალ სმარტფონს ახალი ფერები შეემატა, მას ძალიან თხელი დიზაინი აქვს და ასევე, შუშის უკანა ფაქტურა. აგრეთვე, "აიფონის" Home Button" ახლა სენსორული და შესაბამისად უფრო მრავალფუქნციური გახდა. iPhone 7-ს ახალი პროცესორი A10 აქვს.
APPLE-ს ახალი ქმნილება წყალგაუმტარი გახდა. აგრეთვე "ეფლიმ" ყურსასმენებისთვის განკუთვნილ 3,5 მილიმეტრიან "ნახვრეტზე" უარი თქვა. ახლა მის ფუნქციას "ლაიტნინგის" განყოფილება შეასრულებს.
კამერის ლინზების აპერტურა 1.8-ს შეადგენს, რაც სიბნელეში ძალიან ხარისხიანი სურეთების კეთების საშუალებას მოგვცემს. ასევე, კამერა RAW ფორმატის ფოტოებს გადაიღებს, რაც სურათების ახლებურ დამუშავების საშუალებას იძლევა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან