|
2016-09-07 22:44:42, 850 ნახვა
სამხედრო
გენერალი პეტრ პაველი: ნატოსთვის საქართველო ძალიან სანდო პარტნიორია
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი იმყოფება. დღეს ალიანსის პირველი სამხედრო პირი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დეტალები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო მისიებში და ნოემბერში საქართველოში დაგეგმილ ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებას. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მისი ზეგავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობა შეაჯამა და გენერალ პეტრ პაველთან განხილული თემების შესახებ ისაუბრა: „ვიზიტი სწორ დროს სწორი აქცენტებით ტარდება. ძირითადად წამყვანი პოლიტიკური ნაწილის შეხვედრა იყო, სადაც არსებული მდგომარეობა განვიხილეთ. საქართველოს ხაზგასმით გადაუხადეს მადლობა იმ კონტრიბუციისთვის, რასაც ავღანეთში და ზოგადად, ნატოსთან მიმართებაში ახორციელებს. ითქვა, რომ საქართველო გამორჩეული პარტნიორია ნატოს პარტნიორი ქვეყნებიდან. სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ძალიან დიდი პატივი იყო ჩვენთვის. გენერალი გაეცნო რეგიონში არსებულ ვითარებას, იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსთან მიმართებაში დგამს. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს გაესვა ხაზი“. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართველ სამხედროებს სანდო პარტნიორები უწოდა. შეხვედრაზე გენერლებმა მომავალ წელს საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის შესახებაც იმსჯელეს. მანამდე, კი საქართველო ნატოსთან სამუშაო ჯგუფების დონეზე მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებს.
პაპუაშვილი – არშემდგარი დამხობიდან კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)