8 სექტემბერს, 10:30 საათზე, „ბიზნეს სახლის“ პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.
მის: ორთაჭალა, დიმიტრი გულიას ქ.#3
8 სექტემბერს, 11:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" "რესპუბლიკური პარტიის" მთაწმინდის რაიონის №1 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
8 სექტემბერს, 11:30 საათზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი და უწყების დელეგაცია, ასევე, მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.
მის: ვ. გორგასლის ქ. #83ა
8 სექტემბერს, 11:30 საათზე, "პირველის პრესკლუბში" "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: არჩევნებში მონაწილეობის საკითხი, გარემო და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები.
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22
8 სექტემბერს, 12:00 საათზე, კინოს სახლში „პარტიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, კონსტანტინე მორგოშია ბრიფინგს გამართავს.
თემა: კონსტანტინე მორგოშიას მიმართ უსამართლო ბრალდებები ცეზარ ჩოჩელის მხრიდან.
საკონტაქტო პირი მარიამ ბაციაშვილი - 558123412
8 სექტემბერს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ ცენტრში, ელექტრონულ რეცეპტებთან დაკავშირებით ფარმაცევტებისთვის ტრენინგი ჩატარდება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრება.
მის: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრი, სიმულაციის ეროვნული სასწავლო ცენტრი
საკონტაქტო პირები: მეგი თამაზაშვილი - 558212821, ნათია თევდორაშვილი -593187771
8 სექტემბერს, 12:00 საათზე, მოქალაქე, გოგიტა მურცხვალაძე „მაგთის“ სათავო ოფისთან შიმშილობის აქციას დაიწყებს.
საკონტაქტო ტელ: 593 90 62 75
8 სექტემბერს, 12.00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. თემა: სათემო ფსიქიატრიული სერვისის შედეგები საქართველოში.
მის: შავთელის ქ. #13
საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999
8 სექტემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო Vinotel - ში, (მის: ელენე ახვლედიანის აღმართი N4) ქართულ-ამერიკული კონფერენცია - "მეტი მეგობარი საქართველოს" გაიმართება.
8 სექტემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო ,,რედისონში" გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წლიური საანგარიშო კრება, რომელსაც 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება. სამოქალაქო სექტორი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელებს და საარჩევნო თემაზე სამოქალაქო კვირეულს დაგეგმავს.
საკონტაქტო პირი ეთუნა ცოტნიაშვილი - 599512215
8 სექტემბერს, 12:00 საათზე, "მემარცხენე ალიანსი" დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიის გენერალურ მდივანს, სოსო შატბერაშვილს წარადგენს.
მის: ბაზალეთოს ტბის გადასახვევთან.
საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 700642
8 სექტემბერს, 16:00 საათზე, DCFTA–ს საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ინაური და სხვები.
მის.: მარჯანიშვილის ქ. № 7, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი
8 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დავით ალექსიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - ,,საჩუქარი ადელაიდას” გაიხსნება.
მის: გუდიაშვილის ქ. №1, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
8 სექტემბერს, 18:00 საათზე, ”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის“ გლდანის #20-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი სუხიშვილი ავჭალის მოსახლეობას შეხვდება.
საკონტაქტო პირი გიორგი ხიზანიშვილი - 592658282
8 სექტემბერს, 19:00 საათზე, ქალაქ ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე პროექტ ‘’Check in Georgia’’-ს ფარგლებში დათო ევგენიძისა და ქართული ნაციონალური ბალეტ „სუხიშვილების“გალა-კონცერტი გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან