|
2016-09-06 22:03:04, 886 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, სასახლეში თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე უცხოელ სტუმრებს უმასპინძლა. "ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" - თბილისის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მაკკეინის ინსტიტუტს აღნიშნული კონფერენციის ჩატარების ინიციატივისა და მისი განხორციელებისათვის. გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე რეგიონის სტაბილურობის ჭრილში ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მის ფარგლებში გამართული დისკუსიისას მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და იპოვიან პასუხებს იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც დგას რეგიონი, საქართველო, NATO და ევროკავშირი. „იმედი მაქვს, რომ ამერიკისა და ევროპელი ლიდერების, ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ჩართულობით მიმდინარე ინტენსიური საუბრებით და მოლაპარაკებებით მივალთ ყველაზე მშვიდობიან და შედეგიან გადაწყვეტილებამდე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისა და კონფერენციაში მონაწილეობისათვის. „ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ტრანსატლანტიკური, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი", - აღნიშნა მიღებაზე კურტ ვოლკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)