|
2016-09-06 13:30:00, 797 ნახვა
საზოგადოება
გაიოზ თალაკვაძე: ბიუჯეტში დარჩენილი აუთვისებელი თანხა, ძირითადად სატენდერო ეკონომიების შედეგია
"პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქციას, რომელიც მერიის წინ მიმდინარეობს, თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი, გაიოზ თალაკვაძე გამოეხმაურა. თალაკვაძის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტის მიხედვით პირველ 6 თვეში რა ინფრასტრუქტურული პროექტებიც იყო დაგეგმილი, თითქმის ყველაფერი განხორციელებულია. ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ბიუჯეტში დარჩენილი აუთვისებელი თანხა პირველი 2 კვარტლის შედეგებით, ძირითადად სატენდერო ეკონომიების შედეგია და შემდგომი 6 თვის განმავლობაში ამ თანხების ათვისება მოხდება. "რაც თანხაც არის ბიუჯეტში დარჩენილი აუთვისებელი, პირველი 2 კვარტლის შედეგებით, ეს არის ძირითადად სატენდერო ეკონომიების შედეგი, შემდეგომი 6 თვის განმავლობაში ამ თანხების ათვისება მოხდება. რომ შევადაროთ 2013 წელთან 151 მილიონი ლარი არის დახარჯული თბილისის ბვიუჯეტიდან, იგივე ინფრასტრუქტურულ და გლდანის რაიონს თუ ავიღებთ, მიხიანზე იყო აქცენტი გაკეთებული, მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ 2013 წელს 200 ათასი იყო მხოლოდ ხარჯი, მაშინ როცა 2016 წლის პერიოდში პირველ 2 კვარტალში გლდანის რაიონის ათვისება 1 მილიონი 100 ათასზე მეტი არის. თბილისის ბიუჯეტი მოსახლეობის უშუალო მონაწილეობით შედგა, პრიორიტეტები, მოსახლეობის დახმარება განისაზღვრა, გამოკითხვის შედეგად და ბიუჯეტის ხარჯვა სწორედ ამ პრიორიტეტების მიხედვით ხდება და ასე გაგრძელდება შემდეგშიც", - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)