|
2016-09-06 11:38:14, 820 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიასთან "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისის მერიასთან, "დავით თარხან-მოურავის, ირმა ინაშვილის, პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "დაუხარჯავი 22 მილიონი, თბილისის პრობლემების მოსაგვარებლად", "ჩვენც გვაქვს ჯანსაღი ცხოვრების უფლება", "მოვითხოვთ ავარიული კორპუსების რეაბილიტაციას", "არ გვინდა კონცერტი, დაგვიგეთ გზები, ჩვენც ადამიანები ვართ"; "გზებს მიხედე ნარმანია", - ამ ტრანსპარანტებით "პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები და აქციის მონაწილეები, თბილისის გარეუბნებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პარტიის წარმომადგენელი, კახა კუკავა აღნიშნავს, თბილისის მერს 22 მილიონი ლარი კაბინეტში გაუხარჯავი უდევს. "აქ შეკრებილი ვართ "პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები, გარეუბნებიდან, სადაც უფრო მწვავე არის კომუნალური პრობლემები. ჩვენ ვითხოვთ თბილისის მერიისგან, რომ თბილისის ბიუჯეტი დაიხარჯოს ამ პრობლემებზე. თბილისის მერს 22 მილიონი ლარი გაუხარჯავი უდევს. ნარმანია დღეს სპეციალურად გაიქცა, რომ აქციის მონაწილეებს არ შეხვედროდა და დასეირნობს ამჟამად ვარშავის ქუჩებში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომელიმე მოადგილესთან შეხვედრას", - განაცხადა კუკავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)