|
2016-09-05 10:48:42, 1168 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GeoIGF Tbilisi 2016-ს მასპინძლობს
თბილისის ტექნოლოგიურ პარკში ინტერნეტმმართველობის ფორუმი (IGF 2016) გაიხსნა, სადაც ინტერნეტთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილება. ფორუმი ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილმა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე გახსნეს. ფორუმის ძირითადი საკითხებია: რეგიონების ინტერნეტიზაცია, ელექტრონული მმართველობა, საავტორო უფლებები ინტერნეტში, პერსონალური მონაცემების დაცვა ონლაინ, ახალი მედიის რეგულაციები ინტერნეტში, ინტერნეტი და ბავშვები, ინტერნეტ დომენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. ინტერნეტმმართველობის ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართულია ოცდაათამდე სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მარეგულირებელი კომისია, კერძო სექტორი (სატელეკომუნიკაციო კომპანიები), საგანმანათლებლო დაწესებულებები და ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლები. ფორუმი ტარდება ევროპის საბჭოს (CoE), ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN), RIPENCC-ისა მხარდაჭერით. ღონისძიებას მასპინძლობს და მხარს უჭერს საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო (GITA) საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი ხელს შეუწყობს 2016 წლისათვის არსებული ყველა აქტუალურისაკითხის შესახებ მრავალმხრივ დიალოგს, მეტ ინფორმირებულობას და ჩართულობას, მისი მთავარი მიზანი გახლავთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა ინტერნეტში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)