|
2016-09-05 09:40:24, 894 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოება “20/30“-ის ხელმძღვანელი ახალგაზრდებს საზოგადოებრივი დისკუსიების დაწყებას სთავაზობს
საზოგადოება “20/30“-ის ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი ინიციატივით გამოდის, უახლოეს მომავალში დაიწყოს საზოგადოებრივი დისკუსიები, რომლებსაც უშუალოდ ახალგაზრდები წარმართავენ. " ამისათვის არსებობს საზოგადოებრივი პლატფორმა, საზოგადოება „20/30“-ის სახით. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა ახალგაზრდებმა თავად დავიწყოთ დისკუსიები სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხებზე. მათ შორის, პრობლემებზე და შევეცადოთ მოვძებნოთ მათი გადაჭრის გზები. ასევე, შევთავაზოთ საზოგადოებას ობიექტური, არგუმენტირებული ანალიზი. საზოგადოება „20/30“-ს აქვს რეალური შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი მუხტი შეიტანოს ქვეყნის ცხოვრებაში და იქცეს მამოძრავებელ ძალად. ასევე, ეს პროცესი უნდა იქცეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს (საჯარო სექტორის) თანამშრომლობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად. დიალოგი და მსჯელობა, არის საუკეთესო გზა განვითარებისათვის. მუშაობა უნდა დაიწყოს თემატურ ჯგუფებთან, რათა ჩვენ შევძლოთ კონკრეტული შედეგის მიღწევა. მაგალითად ეკონომიკური საკითხების თემატური ჯგუფი, სადაც ჩვენ შევძლებთ იმ ახალგაზრდების, სტუდენტების, გაერთიანებას, რომლებიც ამ მიმართულებით სწავლობენ და მუშაობენ. ალბათ, კარგი იქნება თუ უნივერსიტეტები თავად წარმოადგენენ 2-3 სტუდენტს თითოეულ მიმართულებაზე, რომლებზეც მუშაობა დაიწყება. პროცესში უნდა ჩაერთონ ახალგაზრდული ორგანიზაციები და კლუბებიც. ბუნებრივია, ეს არ უნდა იყოს კომუნიკაციის ერთადერთი გზა და მე იმედი მაქვს, ახალგაზრდები თავადაც შემოგვთავაზებენ კომუნიკაციის სხვა ფორმატებს. ვიცი, ახალგაზრდებს აქვთ არაერთი იდეა, ახალი ხედვა და სურვილი, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. ახლა კი სწორედ ამ ენერგიის სწორად მართვისა და არსებული რესურსის მაქსიმალური ათვისების დროა",-ნათქვამია მის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)