|
2016-09-02 20:08:28, 779 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ბავშვივით მიხარია, რომ ქარის ტურბინების პროექტი დასასრულს უახლოვდება
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარეობს ადგილების შერჩევა ქარის ტურბინების დასამონტაჟებლად,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყნის ენერგეტიკულ, ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენ მივესალმებით ასეთი პროექტების განხორციელებას. ჩემი დანიშვნის დღიდან, ჩემს გუნდთან ერთად, მთავრობასთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. ბავშვივით მიხარია, რომ ეს პროექტი დასასრულს უახლოვდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას, თუმცა ერთი პროექტით, მაგალითად ქარის ტურბინების პროექტით შეუძლებელია თბოელექტროსადგურების ჩანაცვლება, ასევე თბოელექტროსადგურებით შეუძლებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურების ჩანაცვლება. ეს ყველაფერი ერთობლივად ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ, ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში 6 ტურბინა უკვე მონტაჟდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)