|
2015-03-10 15:17:57, 704 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა საარსებო წყაროების განფასებული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, დევნილთა საარსებო წყაროების სტრატეგიის განხორციელების სრულად განფასებული 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნული სამოქმედო გეგმის განხილვაში. „სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მნიშვნელოვანია, ყველა იმ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა, რომლებსაც დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დიდი გამოცდილება აქვთ. სამინისტრომ მოისმინა იმ ორგანიზაციების მოსაზრებები და კომენტარები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას. შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა, რომ დაინტერესებული ორგანიზაციები წერილობით წარმოადგენენ თუ რა მიმართულებით ჩაერთვებიან სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“,-ნათქვამია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)