|
2016-08-30 16:27:24, 872 ნახვა
სამხედრო
თბილისში ფინეთის თავდაცვის ძალების უფროსი იმყოფება
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალი იარმო ლინდბერგი ესტუმრა. ფინელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი დღეს გენერალურ შტაბში გაიმართა. ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს და ფინეთის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. მიღების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ფინეთის რესპუბლიკის პირველმა სამხედრო პირმა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ფინეთის და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირების გაფართოებული შეხვედრა გენერალურ შტაბში გამართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ ფინეთს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გენერალმა იარმო ლინდბერგმა ხაზი გაუსვა და დადებითად შეაფასა ქართველი სამხედროების ჩართულობა საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოში და მთლიანად რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. „ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა ჩამოსული საქართველოში. ფინეთის გენერალური შტაბის უფროსი პირველად იმყოფება საქართველოში. ეს ძალიან ნიშანდობლივია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმ გარემოს, რომ დღეს არ არსებობს რეგიონალური პრობლემა ან სხვისი ჭირი. პროგრესული მსოფლიო უნდა დადგეს ერთად. შესაბამისად ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები,“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ, ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს შეხვდა. დღესვე, გენერალმა ლინდბერგმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ასევე დაგეგმილია, ფინელი გენერლის სტუმრობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, სადაც ის ფინეთის თავდაცვის მოდელის შესახებ ლექციას წაიკითხავს. ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების უფროსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება. (NS)
პაპუაშვილი – არშემდგარი დამხობიდან კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)