|
2016-08-30 16:18:19, 771 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე OSCE/ODIHR საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს მთავრობის მოწვევით, დღეიდან ქვეყანაში ფუნქციონირებას იწყებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისია. სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისიის წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს. საქართველოს მთავრობის მოწვევით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს 400-მდე დამკვირვებელი (ძირითადი ჯგუფი - 8, 26 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი). მისისას ალექსანდრე კელტჩევსკი უხელმძღვანელებს. როგორც მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს OSCE/ODIHR-თან, რომელიც 1999 წლიდან სისტემატიურად აკვირდება ქვეყანაში გამართულ არჩევნებს. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა ქართული მხარის მზადყოფნა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს მისიას ეფექტიან ფუნქციონირებაში. „დიდად ვაფასებთ ODIHR-ის რეკომენდაციებს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში, არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწასა და ზოგადად, ქართული დემოკრატიის ხარისხის განმტკიცებაში" - აღნიშნა მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისა და არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით საქართველოს მთავრობამ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი, არაბთა ლიგა, აფრიკის კავშირი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)