|
2016-08-29 17:16:42, 949 ნახვა
საზოგადოება
ამერიკელმა კონგრესმენებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი მოინახულეს
საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენები დანკან ჰანტერი (რესპუბლიკელი - კალიფორნია) და მარკ სენფორდი (რესპუბლიკელი - სამხრეთ კაროლინა) საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან "ექსპრენიუსს" აცნობეს, კონგრესმენები ადგილზე გაეცნენ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას, გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათგან პირადად მოისმინეს არსებული რთული ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობის შესახებ. აშშ-ის კონგრესმენების განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, პირადად გაცნობოდნენ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად შექმნილ ვითარებას და იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონში მცხოვრებიმოსახლეობის ყოფაზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ არღვევს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს. მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ საკითხს, რადგან იგივე, შესაძლოა, სხვაგანაც განმეორდეს",- განაცხადა კონგრესმენმა დანკან ჰანტერმა. „ყურადსაღებია ის ვითარება, რომელიც აქ დაგვხვდა. ჩვენ ვნახეთ დევნილების საცხოვრებელი ადგილები. გარდა ამისა,ჩვენ გავხდით თვითმხილველები საზღვრის შეცვლის აქტიური პროცესისა, რაც აქ სისტემატიურად ფიქსირდება."- აღნიშნა კონგრესმენმა მარკ სენფორდმა. ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს 27-30 აგვისტოს პერიოდში სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ადგილზე გაეცნობიან საქართვლოში განხორციელებულ რეფორმებსა და წინასაარჩევნო გარემოს. აშშ-ის კონგრესმენებმა მოინახულეს კრწანისის სასწავლი ცენტრი. მათ კახეთის რეგიონშიც უმასპინძლეს, სადაც კონგრესმენები გაეცნენ საქართველოს კულტურულ და ისტორიულ ღირშესანიშნაობებს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)