|
2016-08-27 16:29:30, 816 ნახვა
საზოგადოება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რთველი დაიწყო
კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რთველი დაიწყო. 27 აგვისტოს მონაცემებით, აღნიშნულ რაიონში მოსახლეობისგან ყურძენს 2 ღვინის საწარმო იბარებს და 72 ტონა ყურძენია გადამუშაშავებული. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნების სამინისტროდან აცნობეს, გადამუშავებული ყურძნიდან 11 ტონა რქაწითელი, 19 ტონა საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა შემოსავლების სახით 73 ათას ლარი მიიღეს. რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა, შტაბის წევრებმა და ადგილობრივი სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ყურძნის კრეფის პროცესის დაწყებამდე შეხვედრები დედოფლისწყაროს იმ სოფლების მოსახლეობასთან გამართეს, სადაც ყურძნის სიმწიფე საჭირო კონდიციამდეა მისული. მთლიანად კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 1,3 ათას ტონამდე ყურძენი. მევენახეების შემოსავლებმა 916 ათას ლარს მიაღწია. 2016 წლის რთველის პროცესში, ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე გაიცემა სუბსიდია შემდეგი ოდენობით: დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)