|
2015-03-10 11:47:33, 591 ნახვა
საზოგადოება
„ლიდერთა სახლის“ მოსწავლე დავით ბიბილეიშვილი „ბაზისბანკის“ რჩეული გახდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მოსწავლე დავით ბიბილეიშვილი „ბაზისბანკის“ რჩეული გახდა. როგორც "ექსპრესნიუსს" სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან" აცნობეს, „ბაზისბანკის“ საზოგადეობასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ ხადური დანაშაულის პრევენციის ცენტრს ესტუმრა და კომპანიის რჩეულს პლანშეტი საჩუქრად გადასცა. თამარ ხადურის განაცხადებით, განათლების ხელშეწყობა და ახალ თაობაში სამოქალაქო-იურიდიული ცნობიერების ამაღლება კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებებია. „დავით ბიბილეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ოლიმპიადაში სახელწოდებით - „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია“, რომელიც „ბაზისბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ოლიმპიადაში გამარჯვებულების გარდა, კომპანიამ საკუთარი რჩეულიც დაასახელა და მას საჩუქრად პლანშეტი გადავეცით. „ბაზისბანკი“ ექვს წელზე მეტია განაგრძობს განათლებაზე და ზოგადად, უკეთესი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას“, აღნიშნა თამარ ხადურმა. როგორც ცნობილია, 2014 წლის 28 დეკემბერს, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ გამართულ ოლიმპიადაში გიგა ინაძემ, ლევან კერესელიძემ და ნანა კორბესაშვილმა გაიმარჯვეს. მათ„ბაზისბანკისგან“ საჩუქრად პლანშეტები ერგოთ. კომპანიის რჩეული დავით ბიბილეიშვილი თბილისის 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის აქტიურად მონაწილეობს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდულ პროგრამებში. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდული აქტივობების ორგანიზება, რომლებიც მოხალისეობის განვითარებას, იურიდიული და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, თავისუფალი დროის ეფექტურად გატარებასა და დანაშაულის პრევენციას ითვალისწინებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)