|
2015-03-10 11:26:35, 604 ნახვა
საზოგადოება
თემაზე „ეკომიგრაცია აჭარაში - გამოწვევები და გადაჭრის გზები“ საკორდინაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს. ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - ეკომიგრაცია: “დიალოგი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში” გაიმართა. შეხვედრის თემა „ეკომიგრაცია აჭარაში - გამოწვევები და გადაჭრის გზები“ იყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული, სტიქიის შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების შერჩევისა და განსახლების კრიტერიუმების ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გაცნობა, რათა მათი დახმარებით მოხდეს სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება დაზარალებული მოსახლეობისათვის. გარდა ამისა, განიხილეს ახალი რეგულაციები სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განაცხადების მიღების, შეფასებისა და შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით. შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე დაესწრნენ. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრების მიზანი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კორდინირებული მუშაობის ხელშეწყობაა და ეს თანამშრომლობა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)