|
2016-08-25 21:24:52, 733 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის შემოვლითი გზის სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. დამამთავრებელ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს ზურაბ პატარაძესთან ერთად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები გაეცნენ. აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქობულეთის შემოვლითი გზის საერთო სიგრძე 32 კილომეტრია. პირველი 12,4 კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე ექსპლუატაციაშია შესული. მეორე ეტაპზე 12 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია. ავტობანის აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 15 ხიდს, 4 გზაგამტარს, 2 გვირაბს და 71 წყალგამტარ მილს, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. ქობულეთის შემოვლით გზაზე 295 მეტრიანი საავტომობილო გვირაბი სოფელ საჩინოში გაივლის. მისი დასასრულებლად მხოლოდ 40 მეტრი სიგრძის გვირაბის გაყვანა დარჩა. მშენებლობა ახალი ავსტრიული მეთოდით მიმდინარეობს, რაც გვირაბის ოპტიმალური სამაგრის შერჩევით მშენებლობას ითვალისწინებს. მეორე გვირაბი სოფელი ჩაქვის ქვემოთ გატარდება და 118 მ იქნება. გზის ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის განვითარებისათვის, ისე სატრანზიტო მიმოსვლისთვის. „ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა არის სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანზიტო დერეფანი ჩვენი ქვეყნისთვის. იგი ერთის მხრივ ხელს შეუწყობს დაბა ქობულეთის საავტომობილო გზის განტვირთვას, მეორე მხრივ ტურისტულ სეზონზე დამსვენებელთა პირობების გაუმჯობესებას. გზის ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის განვითარებისთვის, ისე სატრანზიტო მიმოსვლისთვის. სამუშაოებზე ამ ეტაპზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი. დასაქმებულთა ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქეა" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)